ინტელის სასწავლო კურსი



დღე IV 11/09/2014

          დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, მოვამზადეთ პრეზენტაცია  POWER POINT-ში.,   პროექტებისათვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები.

 დღე III  09/2014


ინტერნეტს ხშირად მოიაზრებენ კვლევის ინსტრუმენტად. საჭირო ინფორმაციის მოძიება, შეფასება და ინტერპრეტაცია სკოლასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. რადგან ინტერნეტის ეფექტურად გამოყენება, კვლევითი ფუნქციის გარდა, ბევრ სხვა ფუნქციასაც მოიცავს. მისი სწორად გამოყენება უზრუნველყოფს როგორც სწავლის საინტერესო, სრულფასოვან პროცესს, ასევე მის შედეგებს, - ცოდნის გაღრმავებასა და ზოგადად , განათლების მიღებას. ამასთან, ახალი ვებ ტექნოლოგიები გვთავაზობს თანამშრომლობით გარემოს, სადაც ინდივიდები ურთიერთობენ და ერთობლივ ვებ მასალასაც ქმნიან. მოსწავლეებთან მიმართებაში ამ კუთხით მნიშვნელოვანია პედაგოგის  სწორი დელეგირების უნარი. მან უნდა განსაზღვროს თემის მიხედვით რომელი ინტერნეტრესურსია პრიორიტეტული მოცემული საკითხებისათვის, გაკვეთილისთვის. უნდა მოახდინოს დროის მართებულად დაგეგმვა და ამასთან ზუსტი,  შესაბამისი, გამოყენებადი და სანდო ინფორმაციის შეთავაზება.  მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებმა იგივე უნარ-ჩვევები   მოსწავლეებსაც განუვითაროთ. სწავლის პროცესი ამ კუთხით მათთვის აუცილებლობასთან ერთად სასიამოვნო , მიმზიდველი გახდება. ძიების სურვილით მიღწევადია მოსწავლეების პროექტებში აქტიური ჩართვა, ერთმანეთისთვის, ასევე მსოფლიო მასშტაბით კომუნიკაციის გზით იდეების გაზიარება, განხილვა, საკუთარ ნაშრომებზე უკუკავშირის მიღება, ჯგუფური მუშაობა, უნარ-ჩვევების გავარჯიშება, საავტორო ნაშრომების შექმნა და სხვა.



დღე II-07/09 2014
               
დღეს გავიმეორეთ პირველი მოდულის საკითხები. გავეცანით  მეორე  მოდულში სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, განვიხილეთ შეფასების სზვადასხვა მეთოდი.





 ტრენინგის I დღე-05/09 2014


  დღეს დავიწყე ტრენინგი, ვარ ძალიან კმაყოფილი, ვფიქრობ, რომ მოცემული ტრენინგი ძალიან დამეხმარება გაკვეთილების დაგეგვმაში შევიტანო სიახლეები, გამოვიყენო მოცემული მასალები პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში,რაც ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდას.
  აქვე მინდა ავღნიშნი, რომ გვყავს ძალიან კარგი ტრენერი- ქალბატონი ხათუნა რუსიეშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий