,,Новый год’’
Страна Италия.
(კულტურის სფერო)
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან იტალიაში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციებს, მათ სმზარეულოს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სხვა ქვეყნის ტრადიციებს, ინფორმაციას მოიძიებენ დამოუკიდებლად და პრეზენტაციას გააკეთებენ რუსულ ენაზე, შეიძენენ თანამშრომლობითი მუშაობის უნარ–ჩვევას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
პროექტის მიზნები: ინფორმაციული ბუკლეტის უცხოურ ენაზე შედგენა, სხვა ქვეყნის ტრადიციების გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზეპირი და წერილობითი აქტიობების გზით, ისტ–ის გამოყენება და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას რუსულ ენაზე. წარადგენენ ინფორმაციულ ბუკლეტს რუსულ ენაზე : ,Новый год.’’
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, ჟურნალ–გაზეთები, სურათები, მარკერი, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა: პროექტის თემა შევარჩიე სახელმძღვანელოდან.
აქტივობა I. დრო–4 დღე. მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა. კლასი დავყავი 5 ჯგუფად და მივეცი დავალებები.ჯგუფი ირჩევს ლიდერს და ინაწილებს პასუხისმგებლობას წევრებზე.
· I მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას იტალიის საახალწლო ტრადიციების შესახებ;
· II მოსწავლე პოულობს ინფორმაციას ამ ქვეყნის საახალწლო კერძების შესახებ;
· III მოსწავლე დაკავებულია ილუსტრაციების შერჩევით;
· IV მონაწილე წარადგენს პროექტს.
აქტივობა II. დრო – 1 დღე. მოსწავლეები ახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
აქტივობა III. დრო _ 1 დღე. საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა.
აქტივობა IV. დრო–1 დღე. პრეზენტაციის, ბუკლეტის წარდგენა და შეფასება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.დ.II.15. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს.
უცხ.დ.II.16. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურულიდა სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· პოულობს სოციოკულტურულ კონტექსტებში (მაგ.,
უცხ.დ.II.17. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის მოწყობა; სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
· გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
· გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
· გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
· მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
· გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
· მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ გიგიბერიძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий